მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს, – ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
რურუა განცხადებით, საპატიმროში წელიწადნახევარი „ტყუილი ბრალდებით“ გაატარა.
„წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. რატომ – არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია – ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი რურუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ასევე უცხოელ პარტნიორებს, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო სექტორს და ქართველ ჟურნალისტებს.
მან საქართველოს პარტნიორებს და მეგობრებს მადლობა გადაუხადა.
„თავისუფლებას ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, მადლობა ვუთხრა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის ელჩს, კარ ჰარცელს, ჩვენს იმ მეგობრებს სენატში, შაჰინს და რიშს. მადლობა მინდა ვუთხრა ევროპარლამენტარებს, ჩვენს დიდ მეგობარს კუბილიუსს და სხვებს. ახლა, რაც მთავარია, პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა“,-განაცხადა რურუამ.