გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოს, აივანზე გასასვლელად საშვი არის საჭირო, ფეიკნიუსია – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური “ფეიქ ნიუსი”, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს,” – ნათქვამია განცხადებაში.