დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელების 0,1%-ს და მოსწავლეების 0,02%-ს დაუდასტურდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასია.

რაც შეეხება კერძო სკოლებს – 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი.