სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 4.2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციის დონეს, ის 7.2 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია ფასების ზრდამ ისეთ ქვეჯგუფებში, როგორიცაა: ე.წ. საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახადების ჯგუფი; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ჯანდაცვა და ტრანსპორტი.
საქსტატის ცნობით, ფასთა ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახადების ჯგუფში და წინა თვესთან შედარებით, შეადგენს 36.1 პროცენტს, რაც 2.97 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურებაზე 58.0 პროცენტით და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეებზე – 51.4 პროცენტით.
მარტის თვეში ქვეყანაში კომუნალური მომსახურებების სუბსიდირების პროგრამა გაუქმდა, რამაც აღნიშნულ ქვეჯგუფში ფასთა გაძვირება გამოიწვია.