ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი დაჭრეს

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ოკუპირებული გალიდან დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა, მამა კი მას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა. როგორც გავრცელდა ინფორმაცია მამა-შვილი პოლიციას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მათი მისამართით განხორციელდა სროლა.

დაჭრილი მამა-შვილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ნივთმტკიცებად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი, დაწყებულია გამოძიება.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ დაჭრილებს სათანადო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკამაკმაყოფილებელია.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.