ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
პირველ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენის ტესტით 53 პირი გამოიკვლიეს. მათ შორის კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.
მეორე დიაგნოსტიკურში სწრაფი ტესტით ვირუსი 95-დან 5 პირს დაუდასტურდა.
ამასთან გუშინ პი-სი-არ ტესტით გამოკვლეული ერთი პაციენტის პასუხი უარყოფითია, 2 ადამიანის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.