პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

პარლამენტის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. სამუშაოები სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ინფიცირებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მამუკა მდინარაძე, ბექა დავითულიანი და მაია მენაღარიშვილი.