“რუსთავი” 0:0 “დინამო ზუგდიდი”

ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” “დინამო ზუგდიდს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე, ანგარიშით 0-0 დასრულდა.

დაპირისპირება რუსთავში ტექნიკური ცენტრის ბაზაზე შედგა. ამ მომენტისთვის რუსთავი სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით რუსთაველები შემდეგ შეხვედრას 25 აპრილს “შევარდენის” წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ.