“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფისა და რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას შეხვედრა დასრულდა. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, ქალაქის პირველ პირს ძირითადი მოთხოვნები გააცნეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროტესტის შეწყვეტა მხოლოდ სახელფასო ანაზღაურების 50%-ით გაზრდის შემთხვევაშია შესაძლებელი.
მათი ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუა საწარმოს ადმინისტრაციას მათ მოთხოვნებს გააცნობს და მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლს ითამაშებს.
“რუსთავის აზოტის” 2000-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა აქციებს მართავს.