რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს

რუსთავის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მაჩაბლის ქუჩაზე მოხდა. როგორც TV4-მა გაარკვია, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჩვენი ინფორმაციით, საკრებულოს წევრს ჭრილობა ცივი იარაღით ბარძაყის არეში აქვს მიყენებული და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

Tv4 რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა. როგორც ლევან ონიანმა განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით,დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა საკრებულოს წევრთან დარეკვას აპირებს.

“როგორც მე მაქვს ინფორმაცია მსუბუქად არის, ახლა ვაპირებდი დარეკვას და მოკითხვას. როგორც ვიცი მის ეზოში მოხდა ეს ინციდენტი, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა”- განაცხადა ონიანმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.