რუსთავის ციხისკენ მსვლელობას მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები მართავენ

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომანქანებით მსვლელობას აწყობენ.

მათი განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს ციხესთან ნიკა მელიას სოლიდარობის ნიშნად გამამახნევებელ პერფორმანსს გამართავენ.