ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ხელოვნების სკოლის ფოიეში, ახალგაზრდა რუსთაველი კალიგრაფის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიების გამოფენა მოეწყო, განთავსდა თემატური ბანერები გიორგი მერჩულესა და იოანე ზოსიმეს ნაწარმოებებიდან. გაიმართა ,,ვეფხისტყაოსნის” და ,,დედა ენის” საჯარო კითხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,თუთარჩელა’’, ხელოვნების სკოლის თეატრალური და საბალეტო სტუდიების მოსწავლეები.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









