სადგურის მოედანთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი რჩება. მიმდინაროებს ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოები.
როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება მიმდებარედ არსებულ ბენზინგასამართ სადგურამდე. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
ხანძარი სადგურის მოედნის მიმდებარედ, ხილის ბაზარში გაჩდნა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.