სამადაშვილი: ნიკა მელია კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა

ნიკა მელია არის ძალიან მხნედ, კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

სამადაშვილი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში ნიკა მელიას შეხვდა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ოპოზიციის ერთობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მასთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად“, – აცხადებს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ნიკა მელია საპატიმროს მალე დატოვებს.