“სინოვაკის” ვაქცინა საქართველოშია

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “სინოვაკი” საქართველოშია . ქვეყანამ ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო. ისევე როგორც ჩინური “სინოფარმის”, ვაცინა ” სინოვაკიც” ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული.

ვაქცინის შემოტანას ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ჩინეთის ხელისუფლებას საჩუქრისთვის მადლობას უხდის .

„ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“, – წერს დავით ზალკალიანი.

ცნობისთბის, საქართველოში”ასტრაზენეკას” ვაქცინოს 43 ათასზე მეტი დოზას 6 მაისს ელოდებიან.