ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განსაზღვრულია უქმე დღეებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით არ იმუშავებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები.”- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობენ კალენდარული კვირის ყოველ დღეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით.