წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ რიონში მოკლულები ძმები არიან. გავრცელებული ცნობით, ისინი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.