ჯაფარიძე “გირჩის” გეგმაზე: შანსი არაა, რომ ამაზე „ოცნება” წამოვიდეს

კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა, რომ ამაზე „ქართული ოცნება” წამოვიდეს – მაქსიმუმ დაპირდნენ. – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან „გირჩის“ 7 – პუნქტიანი გეგმა შეაფასა.

მისივე თქმით, „გირჩის” მოთხოვნები არარეალისტურია.

„კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა, რომ მაგაზე „ქართული ოცნება” წამოვიდეს – მაქსიმუმ დაპირდნენ. არ წამოვა ზუსტად ვიცი! მსგავსი არარეალისტური მოთხოვნები მაგათ რამდენჯერმე გააკეთეს, სინამდვილეში ნებისმიერი მაგ პუნქტის შესრულება ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას გულისხმობს, ჩემი აზრით კი, ის ძალაუფლებას არ დათმობს. ან რატომ უნდა დათმოს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ისედაც ჩანს, რომ ეგ ადამიანები ისედაც აპირებენ შესვლას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა, ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება.