გლდანში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები – გავრცელებული ინფორმაციით, გამვლელმა 21 წლის ახალგაზრდა დაჭრა. კლინიკაში აცხადებენ, რომ დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. შემთხვევა ომარ ხიზანაშვილის ქუჩაზე მოხდა.
ბრალდებული უკვე დაკავებულია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.