ბოლნისში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინ ჰენდ“ პანდემიასთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგი დევიზით: „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ ჩატარდა. ტრენერებმა ახალგაზრდებს კორონავირუსისა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით გამართული ტრენინგი მიზნად ისახავს პანდემიის პირობებში, ახალგაზრდებში ჰიგიენის დაცვისა და სანიტარული პრაქტიკის საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებას . ტრენინგის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.