ყველაზე მეტი ადამიანი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები 1 032-მა ადამიანმა დაარღვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს  796 ადამიანი, ხოლო  განმეორებით დარღვევის 169 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.