საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 206 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 790 ტესტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,05%, ბოლო 14 დღის – 5,02%, ბოლო 7 დღის – 5,74%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 313 742 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 295 458 გამოჯანმრთელდა, 4 183 კი გარდაიცვალა.