“გაიაფდეს საწვავი 40 თეთრით” – “ევროპული საქართველო” პეტიციას ქმნის

“გააუქმე აქციზი – გაიაფდეს საწვავი 40 თეთრით” – ამ მოთხოვნით პარტია “ევროპული საქართველო” პეტიციას ქმნის.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, რუსთავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“ჩვენ ვიწყებთ სარეკლამო კამპანიას, რადგან ზოგს ჰგონიან რომ ამ ფასებს კერძო სექტორი ქმნის”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. გიგა ბოკერიამ.