ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმის“ შემთხვევაში გვერდითი რეაქცია გუშინ არ გამოვლენილა.
მისივე თქმით, „სინოფარმს“ წინასწარი მონაცემებით, ძალიან დაბალი ალბათობა აქვს, რომ გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს.
“„სინოფარმს“ წინასწარი მონაცემებით, ძალიან დაბალი ალბათობა აქვს, რომ გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს. მცირე ტემპერატურის მომატება და ზოგადი სისუსტე ზოგადი რეაქციაა, რომელიც შესაძლებელია, ნებისმიერ ვაქცინაზე დაფიქსირდეს, თუმცა ესეც „სინოფარმის“ შემთხვევაში შედარებით ნაკლებია.
გუშინ მსგავსი რეაქციები არ გამოვლენილა, ყოველ შემთხვევაში უნდა დავიცადოთ. თუ იქნა რაიმე რეაქციები, რა თქმა უნდა, ამის შესახებ სტატისტიკას ვაწარმოებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, ჩინური ვაქცინით – „სინოფარმით“ იმუნიზაციის პირველ დღეს, 4 მაისს, 793 ადამიანი აიცრა.