გამყრელიძე: დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია გაუარესებულია

ბოლო 2 კვირაა ვმერყეობთ 800-1200 შემთხვევებს შორის, ეს არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-მდე გაიზარდა.

„დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია გიდასტურებთ, რომ გაუარესებულია, ვიდრე გვქონდა ეს მარტი-აპრილში. ეს ეპიდსიტუაცია ჯანდაცვის სისტემის მიერ საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში არის 788, 10 ათასამდე ტესტის ფონზე. ჩვენ ბოლო 2 კვირაა ვმერყეობთ 800-1200-ს შორის, რომელიც სრულად მართვადია ჯანდაცვის სექტორის მიერ და არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჯანგბადი და წამლები. ნოემბერში პიკზე გქვონდა 5000-ზე მეტი შემთხვევა. დიდი ალბათობით, აქამდე არ უნდა მივიდეთ. მივეჩვიეთ პირბადის ტარებას, ბოლო მონაცემებით, 75 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი “,-აცხადებს გამყრელიძე.