დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნაში ფიქსირდება კორონავირუსით რეინფიცირების გახშირების ტენდენცია. მისივე ინფორმაციით, რეინფიცირების შემთხვევები მსუბუქად არ მიმდინარეობს.
ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა ყველა შემთხვევაში საჭირო ანალიზების მოძიება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ, რეინფიცირების 3-5 შემთხვევა გამოვლინდა.
“უნდა იქნეს ნიმუშები ამოღებული და წესით დადებითი ნიმუშები ლაბორატორიებს უნდა ჰქოდნეთ შენახული, მაგრამ სამწუხაროდ ყოვლეთვის არ არის. 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ჩამოვიდა და დადგინდა ნამდვილი რეინფიცირება 3-5 შემთხვევა. ახლაც კვლევაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევა რეინფიცირების. ზოგადად ტენდენციაა რომ გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად” – ამბობს ამირან გამყრელიძე.









