ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, გარდაბნის მერმა, მოადგილეებთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ამასთან, გარდაბნის მერიისგან მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ფულადი დახმარება 1000 ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებული სტატუსის მქონე პირებს 500 ლარის ოდენობით გადაეცათ.







