გიორგი გახარიას პარტიამ მანიფესტი გამოაქვეყნა

გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” მანიფესტი გამოაქვეყნა.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი წყარო საქართველოს მოქალაქეა.

“ჩვენი მიზანია ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოს შექმნა, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მისი და მისი ოჯახის ღირსეული მომავლისთვის”, – წერს პარტია.

მანიფესტში ვკითხულობთ, რომ “საქართველოსთვის” პოლიტიკა 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს: განვითარება, დემოკრატია, უსაფრთხოება.

ვრცლად მანიფესტი პარტიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.