„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა. ამის შესახებ მელიამ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განაცხადა.
„არ ვიცი, ბატონი გახარია სწორად როგორ მოიქცა?! პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას, სწორად როგორ იქცევა“, – აცხადებს მელია.
კითხვაზე, გაექცა თუ არა გახარია პასუხისმგებლობას თანამდებობის დატოვებით, მელია პასუხობს რომ „რა თქმა უნდა”.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.









