პოლიტიკოსი გოგი წულაია უკვე ერთი კვირაა შიმშილობს და არც მედიკამენტებს იღებს. ამის შესახებ წულაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, მისი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ, წინასწარ იყო მიღებული.
“10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე. ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია…
მივიღე გადაწყვეტილება, უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს. მოთხოვნა ერთია, გამიკეთონ აცილება მოსამართლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში”,-ამბობს გოგი წულაია.