გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მას ჭრილობები მუცლის არეში მიაყენეს. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.