დაიკლო თუ არა კორონავირუსის შემთხვევებმა – ეპიდვითარება დღეს

საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 286 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,28%, ბოლო 14 დღის – 3,53%, ბოლო შვიდი დღის – 2,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 342 880 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 325 016 გამოჯანმრთელდა, 4 739 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 134 602 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 565.