„დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ – საინფორმაციო შეხვედრები რეგიონში

„დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ – ამ დევიზით არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის ექვს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ბოლნისში, მარნეულში, წალკაში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და დმანისში ჩატარდა.

ტრენერებმა ახალგაზრდებს კორონავირუსისა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

პროექტი UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი ტიპის შეხვედრა ქვეყნის 23 მუნიციპალიტეტში გაიმართება. კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდები თანატოლების ჩართულობით საკუთარ მუნიციპალიტეტებში მოხალისეობრივ პროექტებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.