დაპირისპირება კრწანისში – მოკლულია ერთი, დაჭრილია სამი პირი

კრწანისში გვიან ღამით, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი ადამიანი.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე პირების ნაწილი კრწანისში სტუმრად იმყოფებოდა.