ჯანდაცის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინის იმ რაოდენობის გარდა, რომელიც დღეს უკვე მოქალაქეების მიერ დაჯავშნილია, ვაქცინის დამატებით 600 000 დოზა იქნება ხელმისაწვდომი.
„რა თქმა უნდა, დამატებითი დოზები იქნება, ჩვენ უკვე გვაქვს ხელმისაწვდმობა დამატებით კიდევ 100 000 დოზაზე, ივნისის თვეში ველოდებით დამატებით 250 000 დოზას, თუმცა მოლაპარაკება არის კიდევ დამატებით 250 000 დოზაზე. ეს ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, გარდა იმ რაოდენობისა, რომელიც დღეს უკვე სრულად დაჯავშნილია, ჩვენ ხელმისაწვდომი გვექნება „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2-“ ის ეთერში.