თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. სხდომაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს – სხვადასხვა ტელევიზიიდან გამოთხოვილ ვიდეომასალებს გამოიკვლევენ.
სასამართლო პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.
ცნობისთვის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.