კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება – ვაშაძე მელიას გათავისუფლებას ულოცავს

“სტრატეგია ღამაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, იმედი აქვს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.

“კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება. ვულოცავ ნიკას, მის ოჯახის წევრებს, ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, მადლობა ევროპას, ამერიკას. ორკვირიანი ნერვების აშლილობის შემდეგ უნდა დავმშვიდდეთ, ოპოზიციურ ფლანგზე თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. განსხვავებულ აზრს უნდა მივეჩვიოთ, რადგან ერთი პარტია არ ვართ. მესამე ცენტრიც იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და “ქართული ოცნებაც” ხელისუფლებას ჩამოშორდება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.