კლინიკა “რუსთავში” ვაქცინაცია შეფერხდა? – ამირან გამყრელიძის პასუხი

კლინიკა “რუსთავში” ვაქცინაციის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ეხმაურება.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, აქვს ინფორმაცია, რომ კლინიკა “რუსთავში” პრობლემა ლოჯისტიკის ნაწილთან დაკავშირებით დაფიქსირდა, თუმცა ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ადგილი დაჯავშნილი აქვს, არ არსებობს.

“ხაზს ვუსვამ, რომ ვინც ჩაწერილია და აქვს ონლაინ ბუკინგი ვაქცინაზე, ყველა მათგანისთვის ვაქცინა არსებობს, ანუ ვაქცინის დეფიციტი არ არის.  თუ ლოჯისტიკის პრობლემა იყო, მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ლოჯისტიკური პრობლება იყო, ის დღეს უკვე გამოსწორდა.  მშვიდად იყვნენ ის ადამიანები, თუ მოხდა ასეთი ბოდიში ვუხდით ,გაუგებრობას თუ ჰქონდა ადგილი. ხაზს ვუსვამ,ვისაც ბუკინგი წინასწარ გაკეთებული ჰქონდა მათთვის ყველა დოზა არსბეობს.”