კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებული პარლამენტის 32 წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ “ევრონიუსი” წერს.
მათივე ინფორმაციით, ეს პარლამენტის საერთო შემადგენლობის 5%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, კონგოში საერთო ჯამში ინფიცირების 31 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 780 ადამიანი გარდაიცვალა.
ვაქცინაციის კამპანია კონგოში პრაქტიკულად ჩავარდა, ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის შეტანა მისი უსაფრთხოების გარშემო გაჩენილი ეჭვების გამო, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.