კრივის საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს დღეს 1000 ლარიანი ფულადი პრიზი გადაეცათ

კრივში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ ჩემპიონებს ნიკოლოზ ბეგაძეს და ლაშა გურულს, ასევე მათ მწვრთნელს ტარიელ ბლუაშვილს მადლობის სიგელი და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცეს.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ისინი ასევე დაჯილდოვდნენ ერთწლიანი სტიპენდიით.

„დღეს რუსთავის მერთან და სახელოვნებო , სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, მადლობის სიგელი და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადავეცით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კრივში გამარჯვებულ ჩემპიონებს ნიკოლოზ ბეგაძეს და ლაშა გურულს, ასევე მათ მწვრთნელს ტარიელ ბლუაშვილს , ისინი ასევე დაჯილდოვდნენ ერთწლიანი სტიპენდიით.

საამაყო ფაქტია სრულიად საქართველოსთვის და განსაკუთრებით რუსთავისთვის, რომ გვყავს ასეთი რანგის სპორტსმენები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო პირობა იმისათვის, რომ კიდევ ბევრი წარმატება მოუტანონ ჩვენს ქვეყანას და ქალაქს.

2021 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი, სადაც ორმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა. 91 + კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ბეგაძემ, ხოლო 63 კოლოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გურულმა“, – განაცხადა ლაცაბიძემ.