კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს.  2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება იგეგმება.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:

– ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);

– ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.

– კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);

– სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)

– მჭედელ-ზეინკალი;

– მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

დღეიდან 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229.

გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.