ლაშა ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა.

რიგორც მარნეულის მერიაში აცხადებენ, ლაშა ლობჯანიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ის მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

სამსახურიდან წასვლის შესახებ ლობჯანიძის განცხადება დღეს, 28 მაისს, დაკმაყოფილდა.

ლაშა ლობჯანიძე მარენულის მერის მოადგილის პოსტს  2017 წლიდან იკავებდა.