„ლელო“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას აპირებს

საარჩევნო კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, „ლელო“ მომდევნო კვირას პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს. როგორც პარტიაში ამბობენ, საკანონმდებლო ინიციატივა, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების ნაწილსაც შეეხება.

„შინაარსობრივად ძალიან მალე გავაცნობთ საზოგადოებას (ინიციატივას). ჯერჯერობით მიმდინარეობს პოლიტიკურ იდეაზე შრომა, ზოგად მონახაზსა და პროექტზე, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება უკეთესობისკენ, ჩვენი სახელმწიფო წაიყვანოს წინ. რაც შეეხება ვადებს, ძალიან მალე, უახლოეს კვირებში წარვადგენთ ამ კანონპროექტს ჩვენს კოლეგებთან ერთა“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.