მარის არხში მამაკაცის საძიებო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო ნავი ჩართო.
წინასწარი ინფორმაციით, მაშველები წყალში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ, რომელიც სათევზაოდ კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.
საძიებო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის შესაბამისი სამსახურები.









