მარის არხში მეორე დღეა მამაკაცს ეძებენ

უკვე მეორე დღეა მარის არხში მამაკაცს ეძებენ. TV4-ის ინფორმაციით, 29 მაისს მამაკაცი ადგილზე სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოები დღესაც გრძელდება. მათივე ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-მდე მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი.

მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლება მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.