რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტილია. გადაკეტილია ასევე კოსტავას გარკვეული მონაკვეთი და ავტომობილებს შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება.
როგორც TV4-მა გაარკვია, მოძრაობის შეზღუდვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლის გადაღებებს უკავშირდება.
ხიდსა და კოსტავას გამზირზე მოძრაობა 12:00 საათამდე იქნება გადაკეტილი.









