მექსიკაში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში მეტროს ესტაკადის ნაწილობრივ ჩამონგრევას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავდა დაახლოებით 70 პირი. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით,  ესტაკადა დამხმარე ძელმა ვერ დაიჭირა, რის გამოც მისი ნაწილი ჩამოიშალა.  მათივე ცნობით,  65 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაში.

ინფორმაციისთვის, მეხიკოს მეტრო სიდიდით მეორეა ჩრდილოეთ ამერიკაში, ნიუ იორკის შემდეგ.