“მშრომელთა სოლიდარობის კავშირი” განცხადებას ავრცელებს

“მშრომელთა სოლიდარობის კავშირი” რუსთავის აზოტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აზოტის ადმინისტრაციამ მედიაციის პროცესის პარალელურად გამოსცა ბრძანება, რომ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი აზოტში დასაქმებული მშრომელების ბაზაზე.

მშრომელთა სოლიდარობის კავშირის წევრების ინფორმაციით, ეს საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ პირდაპირი ხელის შეშლაა პროფკავშირული გაერთიანების განვითარებისათვის, რომელშიც ამ დროისთვის უკვე 600-ამდე აზოტელია გაწევრიანებული.