„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა “ენკასთვის” ხეობაში მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტეს

რიონის ხეობის მცველებმა კიდევ ერთი ლოკაცია გადაკეტეს, რითიც კომპანია “ენკასთვის” ხეობაში მისასვლელი ყველა გზა ჩაიკეტა.

ახალი კარავი მწვანეყვავილას გზაზე გაიშალა.

აღნიშნული გზის გადაკეტვაში აქტიურად მონაწილეობენ ქუთაისელები, საფიჩხიის და მწვანეყვავილას უბნების მაცხოვრებლები.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გზა ისევ გადაკეტილი რჩება „გუმათჰესთან“ და კომპანიის ბაზასთან.