ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დღევანდელი პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დღევანდელ პროცესზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ მათ ისევ არ შეატყობინა, თუ რომელი მოწმეების გამოკითხვას აპირებდნენ პროცესზე. გიორგი კონდახიშვილი ამას შეთანხმების დარღვევად აფასებს.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.